გერმანიის კანცლერმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ–მინისტრად დანიშვნა
გერმანიის კანცლერმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ–მინისტრად დანიშვნა მიულოცა. ანგელა მერკელი იმედს გამოთქვამს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის მომავალშიც გაგრძელდება. კანცლერი გზავნილში აღნიშნავს, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე.
