პოლიციამ ნარკორეალიზატორები დააკავა
პოლიციამ ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ისინი სისტემატურიად ყიდდნენ ნარკოტიკს. ამოიღებულია ჰეროინი და მეტადონი. დაკავებულებს რვიდან ოც წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დღევანდელ ბრიფინგზე ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებიც შეაჯამეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში სულ 71 ნარკორეალიზატორი დააკავეს, უკანონო ბრუნვიდან კი ამოღებულია: 89 კილოგრამი „ჰეროინი“; ერთი კილო „კოკაინი“ და 7 ათასი აბი „სუბუტექსი“, ასევე სხვა ნარკოტიკული საშუალებები.
