საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონში
მიმდინარე წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში საგზაო სამუშაოები 110 მისამართზე შესრულდა. ასფალტისა და ბეტონის საფარი ჯამში, 60 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. რისთვისაც 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯა . ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
