ბაიდენის განცხადება
თუ ვაქცინაციის პროგრამა მსგავსი ტემპით გაგრძელდება, მოსახლეობის ასაცრელად არა თვეები, არამედ წლები იქნება საჭირო. ამის შესახებ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის 2 მილიონამდე მოქალაქეა აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ბაიდენის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში 100 მილიონამდე ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რისთვისაც ის ყველა რესურსს გამოიყენებს.
