კორონავირუსის ახალი შტამი შტატებში
კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა შეერთებულ შტატებშიც გამოვლინდა. ამის შესახებ კოლორადოს შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს. ახალი შტამი 20 წლის მამაკაცს გამოუვლინდა, რომელიც კარანტინშია გადაყვანილი. კორონავირუსის ახალი სახეობა გამოვლინდა ჩილეშიც. მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. დღეისათვის ის მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაშია გამოვლენილი.
