პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი დაათვალიერა
ცენტრში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გადამზადდებიან, პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია გიორგი გახარიას და არჩილ თალაკვაძეს გრიგოლ ლილუაშვილმა მიაწოდა. სუსის ხელძღვანელის განცხადებით, უწყებაში მოსამსახურეთა შერჩევის, შეფასებისა და სპეცმომზადების ახალი სისტემა ინერგება, რომელიც ევროკაშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების პრაქტიკას ეფუძნება.
