მოსახლეობისთვის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება
ეს იმ აბონენტებს ეხებათ, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. მთავრობის და პარლამენტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2021 წელს დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის 50 პროცენტი დაუსუბსირდება იმ კომპანიებს, რომლებიც საკვები პროდუქტების პირველად, ადგილობრივ წარმოებაში არიან. ამას გარდა, წყლის საფასური არ გაძვირდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში დღესვე აისახა. ამისთვის 105 მილიონი ლარია გათვალისწინებული
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
