მოსახლეობისთვის გაზრდილ ტარიფს ხელისუფლება დაასუბსიდირებს
სემეკმა გადაწყვეტილება ორი კომპანიის მიმართვის საფუძველზე მიიღო. ეს ეხება „ენერგოპროჯორჯიას“ მილიონ 200 ათასამდე აბონენტს- თბილისის ნაწილსა და რეგიონებში, ასევე თელასის 650 ათასზე მეტ მომხმარებელს- დედაქალაქში. მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი, ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება. 2017 წლის შემდეგ პირველად, გაიზარდა წყლის საფასურიც. ახალი ტარიფი სემეკის გეგმიურ სხდომაზე ენერგოკომპანიების მიმართვის საფუძველზე დადგინდა. ენერგოპროჯორჯიამ ღიად თქვა, რომ გლობალურმა კრიზისმა სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
