სიდნეიში, ოპერის სახლის თავზე ტრადიციული საახალწლო ფეიერვერკების სანახავად წელს ხალხმრავალი შეკრება აიკრძალა
სიდნეიში, ოპერის სახლის თავზე ტრადიციული საახალწლო ფეიერვერკების სანახავად წელს ხალხმრავალი შეკრება აიკრძალა. დეკემბერში, კოვიდ 19-ის მორიგი აფეთქების გამო, ავსტრალიის უდიდეს ქალაქში გამკაცრებული შეზღუდვები დაწესდა. სიდნეიში ნახევარი მილიონი ადამიანი შეზღუდვის პირობებში ცხოვრობს. ახალი წლის ღამეს ერთ სახლში 10 ადამიანზე მეტის შეკრებაც იკრძალება.
