რესპუბლიკელ ამომრჩევლებში დონალდ ტრამპი მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს
რესპუბლიკელ ამომრჩევლებში დონალდ ტრამპი მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს. არჩევნების შემდგომი გამოკითხვებიდან, მას რესპუბლიკელების 87, ხოლო გელაპის გამოკითხვის მიხედვით 90 პროცენტის მხარდაჭერა აქვს. მეორე ვადით არჩევისას მარცხის შემდეგ, მსგავსი რეიტინგი ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტოა. ამ მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, 2024 წლის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიიდან ნომინირების უდავო ფავორიტია.
