ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო დატოვა
ბოიკოტში მყოფები. საკანონმდებლო საქმის ნაცვლად, შიდაგადალაგებით არიან დაკავებულები. ელენე ხოშტარიამ კი ევროპული საქართველო მიატოვა. პარლამენტში შესვლა არც მას სურს, თუმცა მიაჩნია, რომ პოლიტიკა დამოუკიდებლად უნდა აკეთოს და მისი თქმით, ახლა სამოქალაქო აქტივიზმის დროა. ყოფილმა ევროპელმა და პარტიაში დარჩენილებმა ერთმანეთს შორის უთანხმოება გამორიცხეს, თუმცა რაც მათ დაივიწყეს, ან დამალეს, თამარ ჩერგოლეიშვილმა საჯაროდ გაიხსენა. მისგან გაირკვა, რომ ევროპელებში პირველი ბზარი თბილისის მერის არჩევნებზე გაჩნდა, ხოშტარია კი გუნდისგან უკვე დიდი ხანია დისტანცირებულია.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
