კანონპროექტი ამნისტიის შესახებ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ" კანონ პროექტს განიხილავს. სხდომას სამოქალაქო სექტორი და იურისტები ესწრებიან, ისინი ახლა პროექტის ავტორს კითხვებს უსვამენ. მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, ქართული ოცნების ინიციატივის ძირითად პრინციპებს. ამნისტიის აქტი სისხლის სამართლის კოდექსის 45-მდე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე გავრცელდება, მათ შორის, უვადო პატიმრებზეც. ამნისტია იმ პირებს შეეხებათ, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ავტორთა განცხადებით, დოკუმენტში გათვალისწინებულია ყველა ის დამცავი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, არ დაირღვევა დაზარალებულების ინტერესები.
