პარტნიორობის შეთანხმება NATO-სთან
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას, ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის პარტნიორის სტატუსი მიენიჭა. შეთანხმება ამის თაობაზე დღეს გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალი პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართა. შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ოპერაციებში, ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობაზეა ფოკუსირებული.
