პატრულის ახალი უნიფორმა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტის ახალი უნიფორმა აქვთ. უწყების ცნობით, ახალი უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. მიმდინარე კვირის განმავლობაში, ზამთრის ახალი უნიფორმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციის 4 ათას თანამშრომელს დაურიგდა.
