შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამეგრელოში ორი მამაკაცი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამეგრელოში ორი მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ როლანდ გეგეჭკორის, იგივე შლაპას მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან, სამეგრელოში, ერთ ერთ ბიზნესმენს და მის პარტნიორს პერიოდულად უკავშირდებოდნენ და „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხის გადახდას სთხოვდნენ. სწორედ ამ მიზნით, ამ წლის 18 ნოემბერს ისინი ე.წ. კანონიერ ქურდს ალაპარაკეს, რომელმაც ბიზნესმენებს 10-10 ათასი ლარის გადასახდელად დეკემბრის ბოლომდე მისცა დრო. როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ საქქმიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ახლა უკვე ბრალდებულებთან. დამნაშავეები დააკავეს თახნის აღების დროს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებისას ამოიღეს იარაღიც. ინფორმაციას და ვიდეო მასალას შსს ავრცელებს.
