2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში გრძელდება
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში გრძელდება. საბოლოოდ კორექტირებული პროექტის განხივას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დაახლოებით ერთ საათში დაიწყებს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება. მომავალი წლის ბიუჯეტი 18 მთელი ოთხი მილიარდი ლარით განისაზღვრა. ყველაზე მეტი თანხა ჯანდაცვის მიმართულებით წარიმართება.
