ისფედის პარალელური დათვლის შედეგი, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბების წარმოსაჩენად იყენებდა, საბოლოოდ გაფორმდა, როგორც შეცდომა
ელენე ნიჟარაძე ორგანიზაციაში აღარ არის. წავიდა თუ გაუშვეს- არ კონკრეტდება. მმართველმა გუნდმა სამართლიანი არჩევნების მონაცემში ეჭვი ჯერ კიდევ ნოემბის დასაწყისში შეიტანა, ქართული ოცნება ორგანიზაციას საკითხის შესწავლისკენ 3 ნომებრიდან მოუწოდება, თუმცა „სამართლიანმა არჩევნებმა“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორიციული ნაწილის ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები მხოლოდ 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. შედეგად- ქართული ოცნების მაჩვენებელი თავდაპირველთან შედარებით, 45.8%-დან 47.6%-მდე გაიზარდა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
