ელენე ნიჟარაძე სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს
სიყალბის კიდევ ერთი აღიარება და ძალიან სუსტი განმარტება ამ სიყალბის მიზეზების შესახებ - ასე შეაფასა პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებში გაკეთებული განცხადება. ელენე ნიჟარაძე სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს, ამის მიზეზად კი ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა ადამიანური შეცდომა დაასახელეს
