საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა
. ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საპატრიარქო ტახტზე ის 44 წლის ასაკში ავიდა. ინტრონიზაციის დღეს, არანაირი ღონისძიება არ იგეგმება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პატრიარქი წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, რომ თავიანთ ეპარქიებში ილოცონ
