საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განხილავენ
შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაამტკიცებენ . დოკუმენტში ასახულია ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტეტი, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს. რეზოლუციაში გაერთიანდა ისეთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-ს თან თანამშრომლობა, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და სხვა მნიშვნელოვანი საგარეო მიმართულების საკითხები.
