საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დაინიშვნაზე პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა
მეათე მოწვევის პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას, 85 ხმით ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - იუსტიციის მინისტრის პოსტი გოჩა ლორთქიფანიძემ დაიკავა , მან პარლამენტის წევრად არჩეული თეა წულუკიანი შეცვალა.
