ელენე ნიჟარაძეს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი სამეურვეო საბჭომ დაატოვებინა
სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. ელენე ნიჟარაძეს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი სამეურვეო საბჭომ დაატოვებინა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ ბორდში ჯერ არ საუბრობენ . უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება არჩევნებზე ორგანიზაციის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგებში ხარვეზის აღმოჩენას-დეტალები დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი. თავად ელენე ნიჟარაძე კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სამართლიან არჩევნებში მიმდინარე პროცესებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები მმართველ გუნდში.
