სუპერგმირი კაიროს ქუჩებში
წინასაშობაოდ კაიროს ქუჩებში სუპერგმირი გამოჩნდა, რომელმაც სოციალური დისტანციის დაცვით ყველაზე საჭირო ნივთები დაარიგა. სუპერგმირის სამოსში გადაცმული ბასემ რაუფი ბეტმენის მრავალრიცხოვან გულშემატკივართაგან ერთ-ერთია. მისი თქმით, 2020 წლის ბოლოს მსოფლიოს სანტა კლაუსი კი არა, ბეტმენი სჭირდება, რათა ხალხს კოვიდპანდემიის დამარცხებაში დაეხმაროს. ტკბილეულის ნაცვლად, ეგვიპტელმა ბეტმენმა ხალხს პირბადეები დაურიგა.
