ოპოზიციის აქცია ერევანში
სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის აქცია არეულობით დასრულდა. მომიტინგეებმა მთავრობის სახლს კვერცხები დაუშინეს. დაკავებულია 77 აქტივისტი. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს დაშავდნენ ქალებიც. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. აქცია გაფიცვით გრძელდება. ადგილზე გაშლილი რჩება კარვებიც.
