საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს უკანონო პატიმრობაში ჰყოფნის ვადა გაუხანგრძლივა
საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს უკანონო პატიმრობაში ჰყოფნის ვადა გაუხანგრძლივა. გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით აცნობეს. უკანონო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია ზაზა გახელაძის ოჯახიც. განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმაც.
