მერიის გადაწყვეტილება
25-31 დეკემბერს კერძო სატრანსპორტო საშუალებებს ე.წ. ბასლაინებში მოძრაობის შესაძლებლობა ექნებათ, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება. გადაწყვეტილება თბილისის მერიამ წინასაახალწლო პერიოდის გამო მიიღო. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განმარტეს, მიზეზი კერძო ტრანსპორტის მომატებული ნაკადია. პანდემიიდან გამომდინარე, მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
