ხელისუფლებამ მოქალაქეები პანდემიური კრიზისისგან დააზღვია
მთავრობის ანტიკრიზისულმა პროგრამამ მნიშვნელოვანად შეამსუბუქა კოვიდ პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი კრიზისი. ამის შესახებ ნათქვამია სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის კვლევაში, რომელიც „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდის დაკვეთით ჩატარდა. გერმანულმა ფონდმა შეისწავლა ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე. გაირკვა, რომ მაგალითად: კრიზისის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები, საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე გადაანგარიშებით, 2020 წელს შეიძლება 8.7 პროცენტით შემცირებულიყო. მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენით, შემოსავლების ვარდნის ტემპი დაახლოებით ორი პროცენტული პუნქტით მოიკლებს.
