როდემდე აპირებს ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას
პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა მმართველი პარტიისთვის მარტივი არ არის. ამას პრემიერ-მინისტრიც ადასტურებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს უპირველესად იმ ამომრჩევლის დისკომფორტია, რომელმაც ხმა 9 პარტიას მისცა. ოპონენტების ბოიკოტის ფონზე ხელისუფლება გაორმაგებულ პასუხისმგებლობას გრძნობს, ოპოზიცია კი ისევ ხელახალ არჩევნებზე საუბრობს.
