„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ - გიორგი გახარას სამთავრობო პროგრამა
„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“- გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა 4 ძირითად ნაწილს მოიცავს. პრიორიტეტების წარდგენის შემდეგ- პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი საკითხი, რომლითაც კანონმდებლები დაინტერესდნენ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამიჯვნა იყო. გაირკვა, რომ უწყება ისევ ორად გაიყოფა.
