„ქართულმა ოცნებამ“ მინისტრმა კაბინეტი პრაქტიკულად არ შეცვალა
გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი იქნება - იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელებად პარლამენტმა შემდეგი კანდიდატები დაამტკიცა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი; გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
