მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა
მთავრობის ანტიკრიზისულმა პროგრამამ მნიშვნელოვანად შეამსუბუქა კოვიდ პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი კრიზისი. ამის შესახებ ნათქვამია სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის კვლევაში, რომელიც „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდის დაკვეთით ჩატარდა. როგორია მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა ეკონომიკაზე, კერძოდ, დასაქმების მაჩვენებელი, შემოსავლები და სიღარიბის დონე. ამ კითხვებზე პასუხები ერთ კვლევაში გაერთიანდა.
