გიორგი გახარიას მიმართვა ოპოზიციას
სამთავრობო პროგრამის გაცნობამდე პრემიერობის კანდიდატმა საპარლამენტო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ განაცხდა, რომ ოპონირების გარეშე პარლამენტში მუშაობა მარტივი არ იქნება. გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ცარიელი სკამები მალე შეივსება და საკანონმდებლო ორგანო 9 პოლიტიკური პარტიით იქნება წარმოდგენილი.
