პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა
გიორგი გახარიამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა. პროგრამაზე საუბრის დროს პრემიერობის კანდიდატმა განაცხდა, რომ რუსეთზე წნეხი უნდა გაძლიერდეს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი უნდა გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისივე თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების არჩევანია.
