მეათე მოწვევის პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს იმსჯელებს
სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია წარადგენს. რიგგარეშე სხდომას დაესწრებიან მომავალი მთავრობის წევრებიც. პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებსა და „ქართული ოცნების“ ფრაქციაში უკვე მოუსმინეს.
