საშობაო სამზადისი პარიზში
შობის მოახლოებასთან ერთად კოვიდპანდემიის მიუხედავად პარიზი ნამდვილ ზღაპარს ემსგავსება. ვიქტორიას ავენიუდან დაწყებული, მარეს ფეშენებელური მაღაზიითა თუ მუნიციპალიტეტის შენობით დამთავრებული, საშობაო დეკორაციებით განათდა. საფრანგეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს ფოტოების გადასაღებად, დისტანციის დაცვით გრძელ რიგებშიც უწევთ დგომა.
