საფრანგეთში მომხდარ ინციდენტს სამი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა
საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში ქალაქ სენ-ჟიუსტის შემოგარენში მომხდარ ინციდენტს სამი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძახებით მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი თავდამსხმელმა გაუხსნა, რის შემდეგაც სახლში ცეცხლი გაჩნდა. ძალადობის მსხვერპლი ქალი სხვენში იმალებოდა, რომლის გადარჩენაც მეხანძრეებმა შეძლეს. თავდამსხმელი კი მოგვიანებით მისულ პოლიციელებს გარდაცვლილი დახვდათ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმის გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლით დაიწყო.
