ეკონომიკური პაკეტი ბიზნესსექტორისთვის
ეკონომიკური პაკეტი ბიზნესსექტორისთვის - თბილისის მერია მუნიციპალიტეტის მოიჯარე სუბიექტებს შეღავათს უწესებს, რაც დეკემბერ-იანვარში იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს. გარდა ამისა, მოიჯარე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებს, რომლებიც გატანის სერვისით სარგებლობენ დასუფთავების მოსაკრებელიც შეუმცირდებათ. იმ ობიექტებს კი, რომლებიც საერთოდ არ ფუნქციონირებენ, შეუძლიათ განცხადებით მიმართონ „თბილსერვის ჯგუფს“ და ამ პერიოდში დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად მოეხსნებათ.
