დაკარგული ჯარისკაცი
თავდაცვის სამინისტრო დაკარგული ჯარისკაცის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დასადგენად, სამინისტრო შესაბამის უწყებასთან სრულ კოორდინაციაშია. თეიმურაზ გიუნაშვილს ოჯახი რამდენიმე დღეა ეძებს. 35 წლის მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავიდანაა და მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს. გიუნაშვილი 21 დეკემბერს დილის ცხრა საათამდე განაწესში იმყოფებოდა, შეცვლის შემდეგ კი, კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით ისარგებლა. გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით დასტურდება, რომ სამხედრომ ბაზა სამოქალაქო ფორმით დატოვა.
