პარლამენტი მთავრობას ხვალ დაამტკიცებს
მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი ხვალ დაამტკიცებს. სიახლეა მხოლოდ იუსტიციაში, უწყებიდან საკანონმდებლო ორგანოში გადანაცვლებულ თეა წულუკიანს, მისივე მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე ცვლის, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არის არჩეული.
