ხვალ პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს
დღეს გიორგი გახარიას კაბინეტის წევრებს ფრაქციის ფორმატში მოუსმინეს. დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა, ამის შემდეგ კი სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატებმა კითხვები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე დასვეს. დაინტერესდნენ რატომ წარმოადგინა გახარიამ სამთავრობო გუნდი უცვლელი შემადგენლობით. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, არსებული გუნდი პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას კარგად გაუმკლავდა და მათ მიერ დაწყებული რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი. კითხვა დაისვა ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც. გიორგი გახარიას თქმით, კონკრეტული ვადები ცნობილი არ არის, თუმცა საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ვაქცინას მიიღებს.
