გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა პარლამენტში
ოკუპაცია და მისგან მომდინარე საფრთხეები დაასახელა ქვეყნისთვის ნომერ პირველ გამოწვევად გიორგი გახარიამ. პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა რთული იქნება. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს და მისი მოგვარების გზებს.
