საქართველოში კიდევ 51 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 51 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 214 871 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 191 968-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 233 მოქალაქე.
