მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში უსმენენ
ჯანდაცვა და განათლება - ეს ორი სფერო პანდემიამ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა. ეკატერინე ტიკარაძეს საკმაოდ რთულ ვითარებაში მოუხდა უწყების მართვა- როგორ მოახერხა მან ეს- პარლამენტში თავად შეაჯამა, დეპუტატებმა კი ჰკითხეს 520-ე დადგენილების და პრეპარატ რემდესივირის შესახებ. განათლების სამინისტრომ მოახერხა და უზურუნველყო პროცესის უწყვეტობა, დისტანციურ მეთოდთან ადაპტაცია, თუმცა კვლავ რჩებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ტექნიკაზე წვდომის პრობლემის გამო, განათლების მიღება ურთულდებათ- ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომლის შესახებ კანონმდებლებმა მიხეილ ჩხენკელის პასუხის მოსმენა ისურვეს.
