ნარიყალას ციხე-სიმაგრე „ევროპა ნოსტრას“ სიაში
„ევროპა ნოსტრამ“ ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დაასახელა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მიერ თბილისის, კონკრეტულად კი ნარიყალას საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩენა ისტორიულ ძეგლს შესაძლებლობას მისცემს საერთაშორისო ექსპერტები და დონორები დააინტერესოს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
