საკანონმდებლო ორგანო ისევ ოპოზიციის გარეშე განაგრძობს მუშაობას
საკანონმდებლო ორგანო ისევ ოპოზიციის გარეშე განაგრძობს მუშაობას. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ და მის გამწვავებას ვარაუდობენ. მანამდე იყო რევოლუციური სცენარის ანონსი, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მმართველი გუნდი საბიუჯეტო დაფინანსების შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.
