ვაქცინაცია უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო
პფაიზერ-ბიონტექისა და მოდერნას ვაქცინებით მოსახლეობის აცრა უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო. ვაქცინაცია, პირველ რიგში, განსაკუთრებული რისკჯგუფის პაციენტებში ტარდება, რომელთა შორის, ასაკოვანი ხალხი და მედპერსონალია. მეცნიერულად ჯერჯერობით დაუზუსტებელია, უკვე შემუშავებული ვაქცინები რამდენად ეფექტიანი იქნება ბრიტანეთში აღმოჩენილი მუტაცია განცდილი შტამის შემთხვევაში, თუმცა, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ახალი ვაქცინებით ამ პრობლემასაც გაართმევენ თავს.
