ეპიდვითარება ევროპაში
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფად მზარდი რაოდენობის გამო, ევროპის ქვეყნებში უკიდურესად მკაცრი აკრძალვები მოქმედებს. გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ, ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საყოველთაო შეზღუდვის უმკაცრესი - მეოთხე დონეა გამოცხადებული. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ხალხს ეკრძალება შინიდან გასვლა, საჯარო ადგილებში ნებადართულია მხოლოდ 2 ადამიანის შეხვედრა, შობის დღესასწაულის აღნიშვნა დასაშვებია მხოლოდ სახლში და ოჯახის წევრებთან ერთად. დაკეტილია ბარ-რესტორნები, კომერციული დაწესებულებები, სალონები, ესთეტიკის ცენტრები და რეკრეაციული დაწესებულებები.