ჰანს კლუგე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში ლიდერობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ჰანს კლუგე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგას მათი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის. ჩემი პატივისცემა საქართველოში მოწინავე ხაზზე მყოფ ყველა მუშაკს,“ – წერს ჰანს კლუგე ტვიტერში.
