გოგი ქავთარაძე მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს
ცნობილი მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს. დილიდან ქაშვეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. გოგი ქავთარაძის ხსოვნას პატივი მიაგო ბიძინა ივანიშვილმა, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა. გოგი ქავთარაძე 80 - ი წლის ასაკში გარდაიცვალა.