სალომე ზურაბიშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს უმასპინძლა. შეხვედრაზე პანდემიის პერიოდში ,საქართველოს მიერ, ჯანდაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებები განიხილეს და ისაუბრეს კოვიდ-19 ის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ხაზი გაესვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობას, როგორც ეფექტიან ინსტრუმენტს მოსახლეობის ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომიბის, ისე ფინანსური ტვირთის შემცირების კუთხით.
